საქართველოს ისრაელის სოფლის მეურნეობის მინისტრი ეწვევა. როგორც ისრაელის საელჩოში გამართულ პრესკონფერენციაზე ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრა გიდეონ საარმა განაცხადა სოფლის მეუნეობის მინისტრი საქართველოს ივნისში ესტუმრება.
"ჩვენ შეხვედრებზე განვიხილეთ ივნისში ისრაელის სოფლის მეურნეობის მინისტრის ჩამოსვლა საქართველოში, ეს იქნება კარგი შესაძლებლობა, რათა გავუზიაროთ თქვენს ქვეყანას ის გამოცდილება, რომელიც ჩვენ გვაქვს აღნიშნულ სფეროში", - განაცხადა გიდეონ საარმა.
შეგახსენებთ, რომ ისრაელის შს მინისტრი საქართველოს გუშინ, 24 აპრილს ესტუმრა.