ლეიბორისტული პარტიის წინადადებას ნინო ბურჯანაძის პარტიაც შეუერთდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ბურჯანაძის მოძრაობის პრესსამსახურში განუცხადეს, დიდ ოპოზიციურ შეკრებაზე "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო" აუცილებლად იქნება წარმოდგენილი.
"ჩვენი პარტია შეხვედრაზე აუცილებლად იქნება წარმოდგენილი. მართალია, ჯერჯერობით არ ვიცით, შეკრებაზე თავად ქალბატონი ნინო მივა თუ არა, რადგან ხვალ, გადატვირთული სამუშაო გრაფიკი აქვს, თუმცა მასში პარტიის რომელიმე წარმომადგენელი მაინც მიიღებს მონაწილეობას", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ბურჯანაძის პარტიის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ხათუნა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ლეიბორისტული პარტია ოპოზიციურ სპექტრს დიდი ოპოზიციური შეკრების გამართვის წინადადებით მიმართავს, რომელზეც "ერთად იმსჯელებენ ქვეყნის კრისიზიდან გამოსვლის გზებზე".
შეკრება ხვალ, "თბილისი მარიოტში" გაიმართება და მას თითქმის ყველა ოპოზიციონერი ლიდერი დაესწრება.