აგრარული უნივერსიტეტისთვის საგარანტიო თანხის (400 ათასი ლარი) ჩამოჭრასთან დაკავშირებით დღეს 25 აპრილს 15:00 საათზე ეკონომიკის სამინისტროში შედგება შეხვედრა, სადაც განიხილავენ უნივერსიტეტის მხრიდან საინვესტიციო ვალდებულების შესრულების საკითხს.
შეხვედრა აგრარული უნივერსიტეტის საჩივრის საფუძველზე დაინიშნა. უნივერსიტეტმა ვალდებულება, რომლის მიხედვითაც მოცემულ ვადაში 8 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა დათქმულ ვადაში შეასრულა. მეტიც, ჯამში დახარჯულია 12 მილიონ ლარზე მეტი. ამას ადასტურებს 3 სხვადასხვა აუდიტის დასკვნაც, თუმცა სამინისტრო ამ დრომდე არ აღიარებს აგრარული უნივერსიტეტის მხრიდან ინვესტიციის განხორციელების ფაქტს, რაც პირდაპირ ზიანს აყენებს უმაღლეს სასწავლებელს.
აგრარული უნივერსიტეტის მხრიდან შეხვედრას დაესწრება უნივერსიტეტის რექტორი ლაშა გოცირიძე, რომელსაც სამინისტროს მიმართ არაერთი კითხვა აქვს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ (16:30 საათზე) სამინისტროს წინ რექტორი მედიისთვის სპეციალურ განცხადებას გააკეთებს.
მასალის გამოყენების პირობები