"ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია თბილისში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს შეხვდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, ალასანია ვეძისში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს შეხვდება და მათ მუსულმანთა დღესასწაულის, ყურბან ბაირამობის დაწყებას მიულოცავს.
შეხვედრა 16:300 საათზე, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ დღეიდან მუსლიმანთა დღესასწაული ყურბან ბაირამობა იწყება.