ევროპის იმუნიზაციის კვირეული აჭარაში ,,რა უნდა ვიცოდეთ გადამდები დაავადებების შესახებ - აცერი და დაიცავი" - ამ სლოგანით შეუერთდნენ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები ევროპის იმუნიზაციის კვირეულს. პირველი შეხვედრა წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მეცხრე კლასის მოსწავლეებთან შედგა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლების დახმარებით ბავშვებს თავისივე თანატოლებმა წარუდგინეს პრეზენტაცია იმუნიზაციის მნიშვნელობის შესახებ. მოსწავლეებთან შეხვედრები იმუნიზაციის საკითხებზე კვირის ბოლომდე გაგრძელდება როგორც ბათუმის, ასევე ხულოს, ქობულეთისა და ქედის საჯარო სკოლებში.
მასალის გამოყენების პირობები