სლავიანსკში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად ხუთი სეპარატისტი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის შს სამინისტრო ავრცელებს. ამავე დროს უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და შს სამინისტროს ერთობლივი ძალებით ბლოკირებულია სეპარატისტების მიერ შექმნილი სამი საგუშაგო.
"საბრძოლო შეტაკების დროს მოკლულია 5 ტერორისტი. უკრაინული მხრიდან დაჭრილია ერთი სამხედრო",_ ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამავე დროს გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა სეპარატისტებზე რომლებიც სლავიანსკის შესასვლელში იყვნენ გამაგრებულნი იერიში ჯავშანმანქანებით მიიტანეს.
ამჟამად უკვე სლავიანსკის საქალაქო საბჭოს შენობაში გამაგრებული სეპარატისტები იერიშისათვის ემზადებიან. სამოქალაქო პირებს კი გამოუცხადეს, რომ ტერიტორია დატოვონ.