ნინო ბურჯანაძის პარტიამ ცესკო-ში დარეგისტრირების მიზნით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით განაცხადი შეიტანა. განცხადებას თან 40 000-მდე ხელმოწერაც ახლავს.
რეგისტრაციის გავლის შემდეგ, "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო" თვითმმართველობის არჩევებში ერთიანი ბლოკის სახელით მიიღებს მონაწილეობას, სახელწოდებით - "ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია".
დღესვე ბლოკი თბილისის მერობის კანდიდატად დიმიტრი ლორთქიფანიძეს ოფიციალურად წარადგენს.
მასალის გამოყენების პირობები