აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა რუსეთს უკრაინასთან დაკავშირებით ჟენევის მოლაპარაკებებზე მიღწეული შედეგების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს.
„ყოველ შემთხვევაში აქამდე ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ რუსეთი ამ შეთანხმების შესრულებას მისდევს",_ განაცხადა ობამამ ტოკიოში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, აშშ-მ „შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები შემოიღოს" იმ შემთხვევაში თუ ის მიღწეული შეთანხმებების შეუსრულებლობას გააგრძელებს.