გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი დარწმუნებულია, რომ საქართველო ივნისის ბოლოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელს მოაწერს. როგორც შტაინმაიერმა განაცხადა, ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.
,,ჩვენ პირველად ვიმყოფებით საქართველოში ასეთი ვიზიტით. სიამოვნებით ვსარგებლობ ამ მომენტით და მინდა კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოვხატო ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მისამართით. ორი კვირის წინ თქვენ ბერლინში ბრძანდებოდით და ახლა ჩვენ გავაგრძელეთ დიალოგი, ასევე პრემიერ-მინისტრის ჩამობრძანდება ბერლინში. ეს არის ცალსახა ხაზგასმა იმის, რომ ჩვენი ქვეყნები ერთმანეთის მიმართ ნდობით სარგებლობენ. მე საქართველოში რამდენჯერმე ვიყავი წლების წინ, მაშინ ძალიან რთული პერიოდი იყო, თუმცა კარგად მახსენდება ის პერიოდი. დარწმუნებით მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი რამ შეცვლილია უკანასკნელ წლებში ქვეყანაში, არა მხოლოდ ქალაქის ინტერიერის კუთხით, ასევე ბევრი რამ განახლდა პოლიტიკური თვალსაზრისითაც. პოლიტიკური სპექტრი განახლდა, მოხდა კორუფციის დაძლევა. ეს არის გზა, რომელსაც ამ ზაფხულს ოფიციალურად გავაფორმებთ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით. არანაირი ეჭვი არ არსებობს და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ივნისის მიწურულს ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოეწერება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვაკუთხედ ქართულ-გერმანული ურთიერთობებისა ", - განაცხადა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე.