2014 წლის იანვარ-მარტში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 635 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 15 პროცენტით მეტია.
აქედან ექსპორტი 141 მლნ. აშშ დოლარი იყო (45 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 495 მლნ. აშშ დოლარი (9 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 25 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 20 პროცენტი და იმპორტში 27 პროცენტი. (2013 წლის იანვარ-მარტში შესაბამისად 26, 17 და 29 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 31 პროცენტი (2013 წლის იანვარ-მარტში 35 პროცენტი).