სს "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ" სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის „წითელი ხიდი-მარნეულის'' 500მმ დიამეტრის 24 კმ იანი მონაკვეთის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. წითელი ხიდი-წალკა-ახალქალაქის გაზსადენი 1978 წელს აშენდა. აღნიშნული გაზსადენის ზოგიერთ მონაკვეთზეგანვითარებული კოროზიის შედეგად საფრთხის წინაშე დადგა გაზსადენის ექსპლუატაციის საიმედოობა. შესაბამისადგადაწყდა, რომ მაგისტრალური გაზსადენის უსაფრთხო ექსპლუატაციისათვის მილსადენის წითელი ხიდი-მარნეულისმონაკვეთზე ახალი გაზსადენი აშენდება.
პროექტის სავარაუდო ღირებულებაა 4.130.000.00 ლარია. ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადიკორპორაციაში 2014 წლის 14 მაისამდე უნდა წარმოადგინონ.
მასალის გამოყენების პირობები