პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები, ასევე მინისტრთა კაბინეტის წევრები ესწრებოდნენ.
შეხვედრის მთავარი თემა მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და მასთან დაკავშირებული საკითხები იყო.
ასევე იმსჯელეს სხვა პოლიტიკურ-ეკონომიკურ თემებზე, განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება.
მასალის გამოყენების პირობები