აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მრჩეველი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ვიქტორია ნულანდი „CNN" -ისათვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ აშშ-მ უკრაინაში დემოკარტიის განვითარებისათვის 5 მილიარდი აშშ დოლარი დახარჯა.
ჟურალისტის კითხვაზე - მართალია თუ არა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ-მ უკრაინაში 5 მილიარდი აშშ დოლარი ჩადო ნულანდმა განაცხადა: „აშშ-მ უკრაინაში 5 მილიარდი აშშ დლარი ჩადო 1991 წლიდან მანამდე, ვიდრე ის კვლავ დამოუკიდებელი სახელმწიფო არ გახდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.
ეს თანხა დახარჯული იყო უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისათვის, რომელსავ ძლიერი, დამოუკიდებელი და დემოკრატიული ხელისუფლების ყოლა უნდოდა, რომელიც მისი ინტერესების გამომხატველი იქნებოდა".
ამასთან ერთად, ნულანდმა აღნიშნა: „ჩვენ რა თქმა უნდა არ დაგვიხარჯავს ფული მაიდანის მხარდაჭერისათვის. ეს იყო სტიქიური მოძრაობა, რომელიც ძალიან განსხვავდება იმისგან რაცა ამჟამად აკეთებს რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში".
მასალის გამოყენების პირობები