აშშ-ს ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კიევში უკრაინელ ლიდერებს შეხვდება. ბაიდენი უკვე კიევში იმყოფება. მას აეროპორტში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი დეშიჩა შეხვდა.
ბადენი აპირებს შეხვედრა გამართულ უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთა ალექსანდრე ტურჩინოვთან და პრემიერ არსენი იაცენიუკთან. ნაიდენი კიევში უკრაინოის ხელისუფლებისადმი აშშ-ს მხარდაჭრის გამოსახატავად ჩავიდა.
აშშ-ს ვიცე პრეზიდენტი უკრაინელ ლიდერებთან უკრაინაში 25 მაისს დაგეგმილ საპრეზიდნეტო არჩევნებსაც განიხილავს.
ბაიდენის ვიზიტი ორდღიანია. მოსალოდნელია, რომ ბაიდენი კიევში გააკეთებს განცხადებას კიევისათვის ტექნიკური დახმარების გაწევის შესახებ, მათ შორის ეკონომიკური დაენერგეტიკული დახმარების შესახებაც.