ტელეკომპანია TV-3-ის დაკავებული ჟურნალისტები ცხინვალის იზოლატორში არიან გადაყვანილები. შსს-ს ინფორმაციით, ამ დრომდე გრძელდება მოლაპარაკებები საოკუპაციო რეჟიმტან მათ გასათავისუფლებლად. პროცესში ჩართულია უშიშროების საბჭო და საგარეო უწყება. დაკავებულ ჟურნალისტებს, სავრაუდოდ დღეს გაათავისუფლებენ.
შეგახსენებთ, რომ TV-3-ის ჟურნალისტები, ბელა ზაქაიძე, მიხეილ მიხოევი და ვახო ლეკიაშვილი რუსმა ოკუპანტებმა გორის რაიონის, სოფელ აძვში აიყვანეს.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ლიდერების განცხადებით ქართველი ჟურნალისტები ე.წ. საზღვრის გადალახვის ფაქტზე დააკავეს. მურატ ჯიოევის განცხადებით, დაკავებულებმა საზღვარი სოფელ აძვთან მოხდა.