მოძრაობა „პრავი სექტორ"-ის წარმომადგენლები რუსეთის ფედერაციასთან საზღვრის ჩაკეტვას მოითხოვენ. განცხადებას ამის შესახებ თავად ორგანიზაცია ავრცელებს.
„მოვითხოვთ უკრაინის საზღვრების დახურვას, ვინაიდან რუსეთი ამტკიცებს, რომ ე.წ. მწვანე ადამიანები რუსი სამხედროები არ არიან. მოვითხოვთ ამ ტერორისტების განადგურებას",_ ნათქვამია განცხადებაში.
ამას გარდა, ორგანიზაცია უკრაინის მოქმედ ხელისუფლებას არაპროფესიონალიზმსა და საბოტაჟში ადანაშაულებს.
„ჩვენ ვაღიარებთ ახლანდელ ხელისუფლებას. მიუხედავად იმისა, რომ მის ქმედებებს არაპროფესიონალურად ვაფასებთ, რომლებიც საბოტაჟს ესაზღვრება. ჩვენი ორგანიზაცია მზადაა სათავეში ჩაუდგეს უკრაინისადმი მტრულად განწყობილ ყველა ელემენტთან ბრძოლას",_ ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.