დონეცკში სეპარატისტებმა მილიციის კიდევ ერთი, პეტროვსკის რაიონული განყოფილება აიღეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, შენობის იერიშის დროს მილიციას განსაკუთრებული წინააღმდეგობა არ გაუწევია.
ასევე თვითმხილველები აცხადებენ, რომ დონეცკში სეპარატისტებმა პროკურატურის ერთი განყოფილება აიღეს. თუმცა ოფიციალურად ამ ინფორმაციას ამ დრომდე არავინ არც უარყოფს და არც ადასტურებს.
მასალის გამოყენების პირობები