სლავიანსკელ სეპარატისტთა ლიდერმა ვიაჩესლავ პონომარიოვმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მიმართა და მას დონბასში არსებულ სიტიუაციაში ჩარევა სთხოვა. ინფორმაციას ამის რუსული მედია ავრცელებს.
ეს განცხადება პონომარიოვმა დღეს საქალაქო ადმინისტრაციაში მოწყობილ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„მოგმართავთ თხოვნით, მხარი დაგვიჭიროთ სამშობლოსთვის ბრძოლაში. გთხივთ დაცვას. დაიცავით ჩვენი ოჯახები ქალები და ბავშვები. გთხოვთ, პირადად მიაქციოთ ყურადღება შექმნილ ვითარებას",_ ნათქვამია ვლადიმერ პუტინისათვის გაგზავნილ მიმართვაში.
პონომარიოვი ასევე ამტკიცებს, რომ ფედერალიზაციის მომხრე სეპარატისტები ქალაქ სლავიანსკს მთლიანად აკონტროლებენ. მათ დაკავებული აქვთ ქალაქის შესასვლელები და გამოსასვლელები. მათ ხელშია ასევე ადგილობრივი აეროდრომი.
ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ დღეს დილით სლავიანსკში ასევე გამოჩნდდნენ შეიარაღებული ე.წ. მწვანე ადამიანები.