უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ტურჩინოვმა დაადასტურა უკრაინის უშიშროების ეროვნული საბჭოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარების შესახებ.
შესაბამისი ბრძანება უკრაიუნის პრეზიდენტის ინტერნეტ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
უკრანული მედია წერს, რომ თავად ბრძანებულების ტექსტი განსაჯაროებული არ არის და მათ გრიფი „საიდუმლოდ" ადევს.
უკრაინის უშიშროების ეროვნული საბჭოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი აღნიშნული ბრძანებულებით უკრაინის თავდაცვისა და უშიშღოების კომიტეტის თავმჯდომარეს ანდრეი პარუბიის დაევალა.
მასალის გამოყენების პირობები