უკრაინის უშიშროების საბჭოს ხელთ არსებული დოკუმენტურად დადასტურებული მასალები მოწმობენ იმას, რომ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია მიმდინარეობს, რომელიც რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტავის სახელმწიფო სადაზვერვო სამმართველოს სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფების მეშვეობით ხორციელდება. 
ინფორმაციას ამის შესახებ  უკრაინის უშიშროების საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.
„ეს ჯგუფები იყენებენ მძიმე შეიარაღებას, ხელში იგდებენ სამართალდამცავებისა და სახელმწიფო მმართველობის ასევე ადგილობრივი თვითმმართელობების  შენობებს",_ ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 
უკრაინის უშიშროების საბჭო აღნიშნავს, რომ ამ დივერსიული ჯგუფების მიზანი არის ადგილობრივი მოსახლეობის ტერორი და უკრაინა - აშშ-ევროკავშირი-რუსეთის ფორმატის შეხვედრის ჩაშლა და უკრაინელი სამართლადამცავების განადგურება. 
                                
                                                                     
                                     მასალის გამოყენების პირობები