რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავრივი კვლავ აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინის შიდა საქმეებში არ ერევა და კიევს სთავაზობს წარმოადგინონ რუსეთის სპეცსამსახურების დაკავებული აგენტები. განცხადება ამის შესახებ სერგეი ლავროვმა მოსკოვში სუდანელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„ჩვენ არ ვერევით უკრაინის შიდა საქმეებში. ეს ჩვენს ინტერესებს ეწინააღმდეგება. იქ არ არიან ჩვენი არც სახელმწიფო სადაზვერვო სამმართველოს და არც ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის აგენტები",_ განაცხადა ლავროვმა.
მან აღნიშნა, რომ ეს ბრალდებები რუსეთს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრეი დეშიცამ წარუდგინეს.
„მე დეშიცას ვუთხარი შაბათს, თუ თქვენ ვინმე დააპატიმრეთ - გვაჩვენეთ, ისინი რატომღაც ამას არ აკეთებენ. ახლა ლაპარაკობენ, რომ თუ იქნება ოთხმხრივი შეხვედრა ჩვენ იქ ყველაფერს წარმოვადგენთ, ანუ მათ სკანდალი უნდათ ოთხმხრივ შეხვედრაზე, ანუ მათ საიდანღაც მოტანილი კვაზიფაქტები აქვთ",_ განაცხადა ლავროვმა.
მანვე აღნიშნა, რომ არ არის საჭირო „მორცხვობა", მათ თუ აქვთ ფაქტები რუსეთის სპეცსამსახურების დაკავებული წარმომადგენლების შესახებ - ისინი უნდა წარმოადგინონ.
„რუსეთის ინტერესებშიარ შედის უკრაინაში არსებული სიტუაციის დესტაბილიზება. რუსეთის ინტერესებშია არის, რომ უკრაინა იყოს ერთიანი და უკლებლივ ყველა ნაციონალური და ეთნიკური იქ მცხოვრები ჯგუფი თავს საკუთარ ქვეყანაში გრძნობდეს" _ განაცხადა ლავროვმა.
მასალის გამოყენების პირობები