უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე ალექსანდრე ტურჩინოვი არ გამორიცხავს, რომ პარლამენტის მიერ გადაწყვტილების მიღების შემთხვევაში, საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად შესაძლოა ჩატარდეს რეფერენფუმი უკრაინის უნიტარულობის შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. განცხადება ამის შესახებ, უკრაინული მედიის ინფორმაციით, ტურჩინოვმა დღეს პარლამენტის ფრაქციების ლიდერებისა და კომიტეტების თავმჯდომარეების საბჭოს სხდომაზე გააკეთა, „ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი იმისა, რომ რეფერენდუმი ჩატარდეს. მეტიც, მე დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინელების უმეტესი ნაწილი ამ რეფერენდუმზე, რომელიც შესაძლოა პარლამენტის მიერ მიღებული გადაწვეტილების შემდეგ ჩატარდეს საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად მხარს დაუჭერს განუყოფელ, ერთიან, დემოკრატიულ და უნიტერილ უკრაინას",_ განაცხადა ტურჩინოვმა.
მასალის გამოყენების პირობები