უმაღლესი ევროკომისარი, ევროკავშირის წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკის საკითხებში ქეტრინ ეშტონი შეშფოთებას გამოთქვამს აღმოსავლეთ უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას შეწყვიტოს ნებისნიერი ქმედებები, რომლებიც მდგომარეობის დესტაბილიზაციისკენაა მიმართული.
„ღრმად შეშფოთებული ვარ სეპარატისტებისა და შეიარაღებული ხალხის მიერ აღმოსავლეთ უკრაინის სხვა და სხვა ქალაქებში განხორციელებლული ქმედებების გამო, რომლებმაც გასული 24 საათის განმავლობაშოი ხელში ჩაიგდეს მილიციის განყოფილებები, შს სამინისტროის სამართველოს შენობები და ქალაქ სლავიანსკის შესასვლელში საგუშაგოები განათავსეს",_ ნათქვამია ეშტონის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აშტონი კიდევ ერთხელ ადასრურებს ევროკავშირის მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და რუსეთს მოუწოდებს იგივე გააკეთოს.
„დაჟინებით მოვუწოდებ რუსეთს გაიწვიო უკან თავისი ჯარი და შეწყვიტოს ნებისნიერი ქმედება, რომელიც უკრაინაში არსებული სიტუაციის დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული",_ აცხადებს ეშტონი.