მალე, რეგიონული განვითარების ახალი მინისტრი საკუთარ სამოქმედო გეგმას წარმოადგენს. როგორც ელგუჯა ხოკრიშვილმა მისი წარდგენის შემდეგ განაცხადა, გეგმის პრეზენტაციას ის უახლოეს დღეებში გამართავს.
„ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ საერთო სამთავრობო სტრატეგიის ფარგლებში სამინისტროს იქნება საერთო სახელმწიფოებრივი ასევე ადგილობრივი განვითარების პროცესის აქტიური მონაწილე. კონკრეტულად სამოქმედო გეგმას უახლოეს დღეებში წარმოგიდგენთ"- აღნიშნა ხოკრიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ელგუჯა ხოკრიშვილი დღემდე მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის პოსტს იკავებდა.
ელგუჯა ხოკრიშვილი ბიოგრაფია:
დაბადების თარიღი: 1973 წლის 24 მაისს
განათლება:
2008 ეკონომიკურ და სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, პოტსდამის უნივერსიტეტი /გერმანია
2004 ბიზნესის და ეკონომიკის მაგისტრი, პოტსდამის უნივერსიტეტი/გერმანია
2002 ეკონომიკის ბაკალავრი, პოტსდამის უნივერსიტეტი /გერმანია
სამუშაო გამოცდილება:
2012 გამგეობის თავმჯდომარე , კავკასიის ეკონომიკისა და სოციალური კვლევების ინსტიტუტი (CIESR)
2012 ექსპერტი, ფონდი ღია საზოგადოება (OSF)
2012 ლექტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
2011 ექსპერტი, GOPA კონსულტინგი, გერმანია
2011 ექსპერტი, ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო"
2010-2011 კონსულტანტი, პროგრამების და განათლების განვითარების პროფესიონალთა ჯგუფი, ვანკუვერი, კანადა
2010-2011 პროექტის მმართველი, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი
2009-2010 პროექტის მმართველი, პოტსდამის უნივერსიტეტის ფინანსების კათედრა
2009-2010 პროექტის მმართველი, პოტსდამის უნივერსიტეტის ფინანსების კათედრა
2004-2008 პროექტის მმართველი, პოტსდამის უნივერსიტეტის ფინანსების კათედრა
2006 ექსპერტი, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის ფედერალური სამინისტრო, ბერლინი
1999-2003 მკვლევარი მეცნიერი, პოტსდამის უნივერსიტეტის ფინანსების კათედრა
ენები:
ქართული (მშობლიური);
გერმანული, ინგლისური, რუსული (თავისუფლად)
პუბლიკაციები:
გამოქვეყნებული აქვს 20-ზე მეტი პუბლიკაცია საგადასახადო და სოციალური პოლიტიკის, ფისკალური დეცენტრალიზაციის, ადგილობრივი თვითმართველობის რეფორმებისა და რეგიონალური ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების შესახებ ქართულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე.