აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაციის განცხადებები იმის შესახებ, რომ უკრაინა სამოქალაქო ომის ზღვარზე იმყოფება საფუძველს მოკლებულია. სახელმწიფოი დეპარტამენტი გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში იგივე ტაქტიკას იყენებს რაც მან ყირიმში გამოიყენა.
"რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში იგივე ტაქტიკას იყენებს, რაც მან ყირიმში გამოიყენა იმისათვის რათა გაეღვივებინა სეპარატიზმი, მოეხდინა უკრაინის სუვერენიტეტის ხელყოფა და განეხორციელებინა კონტროლი თავის მეზობელზე საერთაშორისო ნორმების დარღვევით",_ ნათქვამია განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ პრორუსმა ბოევიკებმა ხელში ჩაიგდეს სამთავრობო შენობები და ჩაატარეს კოორდინირებული პროფესიონალური სპეცოპერაციები აღმნოსავლეთ უკრაინის ექვს ქალაქში.
ბოევიკთაგან მრავალს ეცვა ჯავშანჟილეტი, უნიფორმა - ყოველგვარი განმსაზღვრელი ნიშნების გარეშე. მათ ჰქონდათ რუსული წარმოშობის იარაღი.