დავით ნარმანიას თბილისის მერიაში საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა ერგება, აღნიშნულის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონული განვითარების ახალი მინისტრის წარდგენისას გააკეთა, რომელსაც უკვე ყოფილი მინისტრი, ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი დავით ნარმანიაც ესწრებოდა.
„დარწმუნებული ვარ, რომ დავით ნარმანია იქნება ღირსეული მერი. დავით ნარმანია არის უაღრესად წესიერი, ნიჭიერი, განათლებული და რაც მთავარია ხალხზე მზრუნველი ადამიანი. მას შეუძლია ეფექტურად საქმის კეთება, მან ეს დაამტკიცა თავისი გაკეთებული საქმით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება ძალიან ეფექტური მერი და მით უმეტეს, რომ მას ძალიან მძიმე მემკვიდრეობა ერგება. გიგი უგულავამ ეს მიახერხა, საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ. მისთვის სამწუხაროდ"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.