დონეცკის ოლქში ქალაქ გორლოვკაში 150 მდე სეპარატისტი მილიციის განყოფილების იერიშისათვის ემზადება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
ისინი მილიციის შენობაში შეღწევას ცდილობენ და მოითხოივენ, რომ მილიცია მათ დაექვემდებაროს.
სამართალდამცავებმა კი ამავდრულად შენობაში ბარიკადები აღმართეს და მოსალოდნელი შტურმის მოსაგერიებლად ემზადებიან. სეპარატისტებმა ლენინის გამზირი მთლიანად გადაკეტეს.