დონეცკსა და ლუგანსკში მყოფი სეპარატისტები, რომლებიც უკრაინის ფედერალიზაციას ემხრობიან არ აპირებენ უკრაინის ხელისუფლების მიერ წაყენებული ულტიმატუმის შესრულებასა და იარაღის დაყრას. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ისინი არ აპირებენ უკნა წაიღონ თავიანთი მოთხოვნები. ეს განცხადენა ლუგანსკის ოლქის საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელმა ალექსეი ჩმულენკომ გააკეთა.
„ყველა ძალიან პატრიოტულად არის განწყობილი. ჩვენ ვდგავართ და ჩვენს პოზიცია ვიცავთ. ადამიანები არა თუ უარს ამბობენ, არამედ მოდიან და მოდიან და მათი რაოდენობა იზრდება. დანებებას არავინ არ აპირებს. მამაოსტან აღსარებაც ვთქვით და უკვე ჩვენ უკან დასახევი გზა არ გვაქვს",_ აცხადებს ჩმულენკო.
მისივე თქმით, დონბასში მდგომარეობა შედარებით მშვიდია და ადგილობრივი თავიადცვის ძალები სირუაციას აკონტროლებენ.
„რესურსი გვაქვს, საბრძოლო მასალაც საკმარისია, ასევე საკმარისია წყალი და საკვები. პრობლემა არ გვაქვს",_ აცხადებს ჩმულენკო.