გერმანია, საფრანგეთი და პოლონეთი მზად არიან რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დაუჭირონ მხარი. ევროკავშირი რუსეთზე ეკონომიკურ ზეწოლას აგრძელებს.
გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის მთავრობები აცხადებენ, რომ მზად არიან რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების მესამე სტადიაზე გადავიდნენ. ეს განცხადება საფრანგეთის ნაციონალური საკრებულოს, ბუნდესტაგისა და სეიმის საზღვარგარეთის საქმეთა კომიტეტების ხელმძღვანელებმა ელიზაბეტ გიგუმ, ნორბერტ როტგენმა და გჟეგოჟ სხეტინამ გააკეთეს.
„რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის საკითხში ჩვენ ვხედავთ საერთაშორისო სამართლის დარღვევას და სამხედრო პროპაგანდას, რომელიც საფრთხეს უქმნის უკრაინის დამოუკიდებლობლობასა და მთლიანობას",_ განაცხადა როტგენმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
მან განმარტა, რომ ევროპულმა სანქციებმა რუსეთის ეკონომიკასა და ფინანსურ სისტემას ძალიან დაარტყა, მაგრამ ძირითადი ამოცანა სანქციებია - ეს უკრაინისადმი მხარდაჭერის გამოხატვაა.