თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა დაკითხვაზე დღეს, საღამოს 21.00 საათზე გამოცხადდება.
გიგი უგულავა დაკითხვაზე 11:00 საათზე იყო დაბარებული, თუმცა, მისი თქმით, ის ამ დროისთვის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მისვლას ვერ შეძლებდა, რადგან დღეს ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო ღონისძიებაში უნდა მიიღოს მონაწილეობა.
აღნიშნული მიზეზის გამო, დაკითხვაზე გამოცხადების დრო შეიცვალა.
უგულავას თქმით, გამოძიებას კითხვები სისხლის სამართლის №092250613004 საქმესთან დაკავშირებით აქვს, რომელიც თბილისის მერიასა და "სითი პარკს" შორის დადებულ ხელშეკრულებებს ეხება.