დონეცკის რაიონში არეულობა გრძელდება. კერძოდ, სლავიანსკში, სადაც ამ დილით სეპარატისტებმა მილიციის რაიონული განყოფილება იერიშით აიღეს, პროუსულმა ძალებმა კიდევ ერთი - უკრაინის უშიშროების საბჭოს ადმინისტრაციული შენობა ჩაიგდეს ხელში.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, შენობის იერიში „დონეცკის რესპუბლიკის საინიციატივო ჯგუფმა" ჩაიგდო ხელში. ამჟამად შენობაში დაახლოებით 20 მდე შეიარაღებული პირი იმყოფება.
შენობის იერიშისას, სეპარატისტებმა ცრემლსადენი გაზი და ხმოვანი შაშხანები გამოიყენეს.
მასალის გამოყენების პირობები