ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებულების წინააღმდეგ საქმის დაწყების თარიღი უნდა გადაწყდეს.
საქალაქო სასამართლოსი ამჟამად პროცესი მიმდინარეობს, სადაც მოსამართლემ ჟვანიას დაცვის თანამშრომლებისა და ექსპერტ ლევან ჩაჩუას წინააღმდეგ საქმეზე წინასასამართლო სხდომის თარიღი უნდა განსაზღვროს.
სხდომას ბრალდებული კობა ხარშილაძე ესწრება, რომელსაც პროკურატურა ზურაბ ჟვანიას
დაცვის უფროსად მუშაობის პერიოდში, სამსახურებრივ გულგრილობას ედავება.
გამოძიების ინფორმაციით, ხარშილაძე საჭირო დროს, დასაცავ ობიექტთან არ იმყოფებოდა.
კობა ხარშილაძე ამ დროისთვის "გრინსერვის ჯგუფის" საქმეზე იმყოფება პატიმრობაში და ჟვანიას საქმეზე პროკურატურა მისთვის აღმკვეთ ღონისძიების შეფარდებას აღარ ითხოვს.
"იმის გამო, რომ ბრალდებულ კობა ხარშილაძეს სხვა დანაშაულისთვის, სხვა სისხლის სამართლის საქმეზე შეფარდებული აქვს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა, პროკურატურამ არ მოითხოვა აღმკვეთი ღონისძიების საკითხის დაყენება. დღეს ბრალდებულ ხარშილაძის პირველი წარდგენაა სასამართლოში ზურაბ ჟვანიას საქმეზე", - განაცხადა პროკურორმა რეზო ნადოიმ.