მოსკოვი კიევს აფრთხილებს, რომ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში სეპარატისტების გამოსვლების ჩახშობისა და აღკვეთის შემთხვევაში, უკრაინის კრიზისის მოგვარების შესახებ მოლაპარაკებები საფრთხის ქვეშ დადგება. განცხადებას ამის შესახებ უკრაინის შს სამინისტრი ავრცელებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ნათქვამია, რომ „ერთის მხრივ ვაშინგტონი და ბრიუსელი და სხვა ევროპული დედაქალაქებიგამოდიან მოწოდებებით ეს შეხვედრა რაც შეიძლება მალე გაიმართოს. ჩვენ გავრწუნებენ, რომ არის სერიოზული გაზრახვა კონსტრიქციული მუშაობის წარმოების შესახებ. ჩვენ ამას პოზიტიურად აღვიქვამთ, თუმცა პარტნიორებთან დიალოგის წარმოების არაერთგვაროვან გამოცდილებასაც ვითვალისწინებთ.
ამასთან ერთად ისმის საფრთხისშემცველი გამონათქვამები, რომლებიც მოწმობენ იმის იმას, რომ კონსტრუქციული დიალოგის შესახებ განცხადებებს შესაძლოა ხაზი გადაესვას მოქმედებებით, რომლებიც საწინააღმდეგო მიმართულებით შესაძლოა განხორციელდეს",_ ნათქვამია განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ მდგომარეობის ესკალაცია იქნება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ამ მდგომარეობის ესკალაციას კიევი გადაწყვეტს, რომელიც აშშ-სა და ევროკავშირის მხარდაჭერით სარგებლობს.
„თუ კიევის ხელისუფლება რეგიონული პროტესტების ძალადოვრივ ჩახშობაზე აიღებს გეზს, ნებისმიერი სახის შეხვედრის ჩატარების პერსპექტივები და მთლიანობაში თანამშრომლობა უკრაინულ საკითხთან მიმართებაში ეჭვქვეშ დადგება. ეს კარგად უნდა ესმოდეთ კივშიც , ვაშინგტონშიც და ევროპულ დედაქალაქებშიც",_ ნათქვამია სერგეი ლავროვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.