დონეცკის ოლქში სეპარატისტებმა მილიციის რაიონული განყოფილების შენობა ჩაიგდეს ხელში. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა არსენ ავაკოვმა გააკეთა.
„სლავიანსკში შეიარაღებულმა ხალხმა მილიციის რაიონული განყოფილება ჩაიგდეს ხელში. აქ რეაქცია ძალიან მძაფრი იქნება. როგორიც არის განსხვავება საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და ტერორისტებს შორის",_ წერს ავაკოვი „ფეისბუკში" თავის გვერდზე.
ამავდროულად, უკრაინული მედიის ინფორმაციით, წუხელ სეპარატისტებმა დონესკის ოლქის პროკურატურის შენობაც ჩაიგდეს ხელში, თუმცა დილისთვის შენობა უკვე გაათავისუფლეს.