დღეს იწურება ულტიმატუმის ვადა რომელიც უკრაინის უმაღლესმა რადამ და უკრაინის შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა არსენ ავაკოვმა დონეცკელ სეპარატისტებს მისცა.
„თუ ისინი იერიშზე წავლენ მაშინ უკვე სეპარატისტები იქნებიან არა ისინი ვინც ადმინისტრაციულ შენობებში არიან გამაგრებულნი, არამედ სეპარატისტი იქნება მთელი დონეცკის ოლქი - ჩვენ 4,5 მილიონი ვართ. არავინ აპატიებთ და ამის შემდეგ, მათთან ერთად ცხოვრებას ერთ სახელმწიფოში არავინ მოინდომებს",_ განაცხადა რუსულ მედიასთან საუბარში დონეცკის საოლქო საბჭოს დეპუტატმა ირინა პოპოვამ.
რუსული მედიისავე ინფორმაციით, დონეცკში, ლუგანსკსა და ხარკოვში უკვე ჩაყვანილია მილიციის სპეციალური დამატებითი დანაყოფები უკრაინის სხვა და სხვა ნაწილებიდან.
„თავად მომიტინგეებს არაფრის ეშინიათ და მიუხედავად საფრთხისა არსად წასვლას არ აპირებენ",_ წერს რუსული მედია.
მასალის გამოყენების პირობები