,,ნაცმოძრაობის" წევრი როლანდ ახალაია სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება. დეპუტატი საგამოძიებო უწყებაში ადვოკატ რომეო საჯაიასთან ერთად გამოცხადდა. როგორც ახალაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა მისთვის უცნობია კონკრეტულად რა საკითხზეა დაბარებული დაკითხვაზე.
ახალია მის დაკითხვაზე დაბარებას პოლიტიკურ ზეწოლად აფასებს.