15 აპრილს, 20:00 საათზე, კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრის სარდაფში სპექტაკლის "კრამერი კრამერის წინააღმდეგ" პრემიერა გაიმართება.
ევერი კორმანის ნოველის მიხედვით სპექტაკლი რეჟიოსრმა დავით ჩხარტიშვილმა დადგა.
სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: ნიკა კუჭავა, ნათია ნიკოლაიშვილი, სანდრო შარაშიძე, თეონა ქოქრაშვილი, ვალერი კორშია, ზურა ბეგალიშვილი, გვანცა კორშია და ჯანო იზორია.
სპექტაკლის საპრემიერო წარმოდგენა მარჯანიშვილის თეატრში ასევე 23,24 აპრილს გაიმართება .