რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავრივი აცხადებს, რომ ევროკავშირის მრავალ ქვეყანაში მზარდი რასიზმისა და ქსენოფობის ფონზე ანტირუსული განწყობილებების გაღვივება ევროპულ სტაბილურობას უქმნის საფრთხეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
„დღევანდელი ანტირუსული განწყობილებების გაღვივება ევროკავშირის მრავალ ქვეყანაში ქსენოფობიისა და რასიზმის მზარდი გაღვივების ფონზე ხდება იქნება ეს უკრაინაში თუ სხვაგან.ყოველივე ეს კი ევროპულ სტაბილურობას აშკარა საფრთხეს უქმნის",_ აცხადებს ლავროვი.