კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მიმდინარე წელს გეგუთის სასახლის რეაბილიტაციას დაიწყებს.
დასავლეთ საქართველოში, ქუთაისსა და მის მიმდებარედ არსებული სიძველეების აღდგენა გრძელდება. 2014 წელს კონსერვაცია ჩაუტარდება გეგუთის სასახლის არქიტექტურის დაზიანებულ ნაწილებს, მთლიანად აღდგება სასახლის თითქმის დანგრეული გალავანი, დაჟანგებული კარი შეიცვლება და ადგილზე მოეწყობა გეგუთის სასახლი განათება, რაც დამთვალიერებელს ძეგლის ღამის საათებში დათვალიერების და მისი აღქმის საშუალებას მისცემს.
ივნისის თვეში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო გეგუთის ციხის კომპლექსური განვითარების მიზნით, საერთაშორისო კონკურსს გამოაცხადებს, რომლის ფარგლებში მომზადდება წლების განმავლობაში მიტოვებული და გაპარტახებული ვიზიტორთა სახლის რეაბილიტაციის პროექტი.
გეგუთის სასახლე ფეოდალური ხანის საქართველოს საერო არქიტექტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლია. იგი მდებარეობს ქუთაისის სამხრეთით 7კმ-ის დაშორებით,მდინარე რიონის ნაპირას.ყველაზე ადრეული ისტორიული ცნობა გეგუთის სასახლის შესახებ ΧІІ საუკუნეს ეკუთვნის.მატიანის მიხედვით,გეგუთი მეფეთა რეზიდენცია იყო.სასახლემ ჩვენამდე ნანგრევების სახით მოაღწია. გეგუთის სასახლე ქართველ მეფეთა საზაფხულო რეზიდენცია იყო.ის თავისი მასშტაბებითა და არქიტექტურული ფორმებით ეპოქის მნიშვნელოვან ნაგებობას წარმოადგენდა.გეგუთში მოღვაწეობდა: დავით აღმაშენებელი,დემეტრე І,გიორგიІІІ და თამარ მეფე.
მასალის გამოყენების პირობები