მოსკოვი უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის კიევში ექსტრადაციის საჭიროებას ვერ ხედავს და აცხადებს, რომ ის ლეგიტიმური პრეზიდენტია. განცხადებები ამის შესახებ რუსეთის გენერალურმა პროკურორმა იური ჩაიკამ გააკეთა.
„იანუკოვიჩი სრულფასოვანი და ლეგიტიმური პრეზიდენტია",_ განაცხადა ჩაიკამ ჟურნალისტებთან საუბარში და აღნიშნა: „არავითარი საფუძველი იმისა, რომ კიევში მისი ექსტრადაციის საკითხი განვიხილოთ არ არის. მას დანაშაული არ ჩაუდენია".
მასალის გამოყენების პირობები