რუსეთში "ამერიკის ხმის" რადიომაუწყებლობის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას რუსულენოვანი მედიასაშუალებები ავრცელებენ.
"როსია სევოდნიას" დირექტორმა დიმიტრი კისელიოვმა "ამერიკის ხმას" კონტრაქტის გაგრძელების შესახებ მოთხოვნის საპასუხოდ მიწერა, "ჩვენ არ ვაპირებთ თანამშრომლობას."
"მოსკოვმა არასწორი გზა აირჩია და გადაწყვიტა სიტყვის თავისუფლება შეზღუდოს. რუსული მასობრივი საინფორმაციო საშუალებები, მათ შორის არხი Russia Today, რომელიც კისელიოვის მმართველობის ქვეშ არის, აშშ-სა და მთელი მსოფლიოში ხელმისაწვდომია. რუსეთის მოქალაქეები იმსახურებენ ინფორმაციის ასეთივე ხელმისაწვდომობას," - განაცხადა ჯეფრი შელმა, BBG-ს ხელმძღვანელმა.
დიმიტრი კისელიოვი, რომელიც ანტიდასავლური გამონათქვემებით არის ცნობილი, რუსეთის იმ მოქალაქეთა სიაში მოხვდა, რომელთა მიმართ ევროკავშირმა რუსეთის ყირიმთან მიმართებაში განხორიელებული ქმედებების გამო სავიზო და საფინანსო სანქციები დაუწესა.