რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ზურაბიშვილმა საკუთარი ლიტერატურული ნაშრომების კრებული გამოსცა, რომლის პრეზენტაციაც, სავარაუდოდ, აპრილის ბოლოს გაიმართება.
დავით ზურაბიშვილის ესეების კრებულის წარდგინება 11 აპრილს, მწერალთა სახლში უნდა შემდგარიყო, თუმცა, ტექნიკური მიზეზების გამო, დანიშნული ღონისძიება გადაიდო.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენ"-ს დავით ზურაბიშვილმა უთხრა, მისი ნაშრომების კრებული აპოლიტიკურია, მთლიანად მოიცავს ლიტერატურულ და კულტურულ თემებს 1991 წლიდან 2011 წლის ჩათვლით.
"მე პოლიტიკოსობამდე ლიტერატორი ვიყავი. შევკრიბე ყველაფერი, რაც კი ოდესმე ამ თემატიკაზე მიწერია და გამოვიდა არაჩვეულებრივი კრებული, სახელწოდებაც შინაარსის მიხედვით შევურჩიე და "ესეები" დავარქვი" - თქვა ზურაბიშვილმა.
დავით ზურაბიშვილის "ესეები" გამომცმელობა "სიესტამ" გამოსცა.