რუსეთის ფედერაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე არა მხოლოდ ხმის უფლება ჩამოერთვა, არამედ მას აღარ ექნება საშუალება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელობაში მუშაობისა და ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისიებში მონაწილეობისა.
ამავე დროს, სხდომის მონაწილეეთა უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა გადაწყვეტილებას ორგანიზაციიდან რუსეთის ფედერაციის გარიცხვის შესახებ.
რუსეთის ფედერაციისათვის ხმის უფლება ორგანიზაციაში 2015 წლის იანვრამდეა ჩამორთმეული. გადაწყვეტილება ამის შესახებ ევროსაბჭოს საპარალამენტო ასამბლეამ მიიღო.
რუსული დელეგაცია აღნიშნულ სხდომას არ დასწრებია, მათ დისკუსიებს „ფარსი და ინკვიზიცია" უწოდეს.
მასალის გამოყენების პირობები