ქართულ ჭიდაობას, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭება. ამის შესახებ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე მარგიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ქართული ჭიდაობისთვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭება კულტურის სამინიტროს ფარგლებში მომავალი კვირის განმავლობაში მოხდება.
,,ქართულ ჭიდაობას, როგორც ხელოვნებისა და სპორტის უნიკალურ სახეობას მიენიჭება არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი და შემდგომი პროცედურები იქნება უკვე გარკვეული ვადის შემდეგ ეროვნული კატეგორიის განსაზღვრა და შემდეგ უკვე მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუად განხილვა. ჩვენი სისტემის კულტურის სამინისტროს ფარგლებში დამტკიცდება მომავალი კვირის განმავლობაში", _განაცხადა მარგიშვილმა.