დონეცკელი სეპარატისტები ბარიკადებს ამაგრებენ. ისინი საქალაქო ადმინისტრაციის შენობების გათავისუფლებას არ აპირებენ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, სეპარატისტების განწყობის მიხედვით ისინი დაკავებული შენობების გათავისუფლების შესაძლებლობას არც კი განიხილავენ. ამავე დროს უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერმა ვიტალი იარემამ გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ მას იმედი აქვს, რომ დაკავებული შენობები მშვიდობიანი გზით გათავისუფლდება. მან აღნიშნა, რო ხელისუფლების მთავარი მოთხოვნა მდგომარეობს იმაში, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა იარაღი ჩააბარონ და დაკავებული შენობები გაათავისუფლონ.
მასალის გამოყენების პირობები