რუსეთის დუმაში საბჭოთა კავშირის დაშლისათვის მიხეილ გორბაჩოვის გასამართლებას მოითხოვენ. დუმის დეპუტატების ჯგუფმა სხვა და სხვა ფრაქციებიდან რუსეთის გენერალური პროკურორის იური ჩაიკას სახელზე მიმართვა დაწერა. მიმართვაში რუსი დეპუტატები მოითხოვენ, რუსეთის გენპროკურატურამ ჩაატაროს მოკვლევა იმ მოვლენებისა, რომლებიც საბჭოთა კავშირის დანგრევის ბოლო პერიოდში ხორციელდებოდა.
პარლამენტარები იმედოვნებენ, რომ მოკვლევის შედეგად აღიძვრება სისხლის სამართლის საქმეები მათ შორის ბოლო საბჭოთა ხელმძღვანელის მიხეილ გორბაჩოვის წინააღმდეგ. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი „იზვესტია" ავრცელებს.
ამ მოთხოვნის ინიციატორები არიან დეპუტატები როგორც პარტია „ედიანაია როსიადან" ასევე კომუნისტური და ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიებიდან.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ამ დრომდე სახელმწიფოს დაშლას არავითარი სამართლებრივი შეფასება მიცემული არ აქვს. 1991 წლის მოვლენების შედეგებს ჩვენ დღმდე ვიმკით. ადამიანები კიევში იღუპებიან იმათი ბრალეულობით, ვინც მრავალი წლის წინ კრემლში საბჭოთა კავშირის დაშლის გადაწყვეტილება მიიღო",_ აცხადებენ რუსი დეპუტატები.
მასალის გამოყენების პირობები