„როსია სეგოდნიას" გენერალურმა დირექტორმა აშშ-ს მაუწყებლობის საკითხების სამმართველოს საბჭოს აუწყა, რომ რადიოსადგირო „ამერიკის ხმა" მოსკოვში მაწუბელობას წყვეტს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
რადიოსადგურ „ამერიკის ხმას" კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ ოფიციალური შეტყობინება გაუგზავნეს. კონტრაქტი 2014 წლის აპრილამდე იყო ხელმოწერილი.
„როსია სეგოდნიას" გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი კისელიოვმა განაცხადა, რომ „ამერიკის ხმასთან" ერთად არ იმუშავებს.
ის მიიჩნევს, რომ რადიოსადგური მოსაწყენია და აშშ-ს მიმართ თვითკრიტიკული არ არის. „ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ისინი იმქვეყნიდან მაუწყებლობენ. ყოველ შემთხვევაში, ქვეყნიდან რომელიც უკვე აღარ არსებობს. ამ სადგურებს „ამერიკის ხმასა" და „რადიო თავისუფლებას" ჩვენს სიხშირეებზე სპამად აღვიქვამ",_ აცხადებს კისელიოვი.
შესაბამისი შეტყობინების მიღების შემდეგ აშშ-ს მაუწყებლობის საკითხების სამმართველოს საბჭოს ხელმძღვანელმა ჯეფ შელმა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ გააკეთა განცხადება.