ლუგანსკელმა სეპარატისტებმა თავის თავს „ბოლო იმედი" უწოდეს და რუსეთის პრეზიდენტს მიმართეს.
ისინი აცხადებენ, რომ დონეცკი, ხარკოვი და ნიკოლაევი უკვე „ჩავარდა" და ახლა იმედი მხოლოდ და მხოლოდ მათზეა. „პუტინის დახმარების გარეშე ჩვენ ვერაფერს ვიზამთ" - აცხადებენ ისინი რუსეთის პრეზიდენტისადმი მიმართვაში.
„მე მესმის, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ თავად გავართვათ თავი ყველაფერს, მაგრამ შესალოა ჩვენ არც გამოგვივიდეს.
ბატონო პუტინო, შეიცოდეთ თქვენი მებრძოლები. თუ თქვენ ჩვენ დაგვკარგავთ, თქვენ დაკარგავთ თქვენ ბოლო იმედს დაკარგავთ",_ აცხადებენ სეპარატისტები მიმართვაში.