პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრო აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი ევროპას მე-20 საუკუნის ჯოჯოხეთის დაბრუნებით ემუქრება. პოლონეთის საგარეო უწყების განცხადებით, რუსეთი უკრაინიაში მიმდინარე დივერსიულ საქმიანობას აფინანსებს.
„პუტინმა შესაძლოა დააბრუნოს ყველაფერი ყველაზე საშინელი რაც მე-20 საუკუნეში იყო",_ განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ „სი-ენ-ენისათვის" მიცემულ ინტერვიუში.
„უფრო ძლიერმა ქვეყანამ უფრო სუსტი ქვეყნის ნაწილების დაკავება დაიწყო, შემდეგ კი დივერსიული საქმიანობის დაფინანსება გააგრძელა და ყოველივე ამას ეთნიკური პრობლემების არსებობთ ხსნის",_ განაცხადა მინისტრმა.
მთლიანობაში სიკორსკის აზრით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თავისი საქმიანობით უკრაინაში ევროპას ემუქრება მე-20 საუკუნის ჯოჯოხეთის დაბრუნებით.
„ჩვენ კარგად ვიცით ისტორია. ეს იმას ჰგავს თითქოს ოპერას უყურო, ლიბრეტოს, რომელიც ზედმიწევრით კარგად იცი. ეს აბსოლუტურად მიუღებელია, იმიტომ, რომ ევროპაში არ არის არც ერთი ტერიტორია, რომელზეც ნაციონალური უმცირესობები არ ცხოვრობდდნენ. თუ დავიწყებთ საზღვრების შეცვლას და ამას სარჩულად უმცირესობების დაცვას დავურთავთ მე-20 საუკუნის ჯოჯოხეთში დავბრუნდებით",_აცხადებს სიკორსკი.