ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა უკრაინასთან დაკავშირებით შემუშავებულ რეზოლუციას კენჭს დღეს უყრის.
რეზოლუციის პროექტი უკრაინას საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს და რუსეთისთვის ხმის უფლების შეჩერებას ითვალისწინებს.
ამავე პროექტის თანახმად, უკრაინაში, პოლიტიკური მოვლენების შედეგად, მოსახლეობას საშიშროება ექმნება, რომ მათი ინტერესები არასაკმარისადაა წარმოდგენილი უმაღლეს რადასა და უკრაინის ცენტრალურ ხელისუფლებაში.
უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით შემუშავებულ რეზოლუციას მხარს დაუჭერს საქართველოს დელეგაცია.
დელეგაციის წევრები დოკუმენტის მნიშვნელობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ რეზოლუციის მიღებით საქართველოს უსაფრთხოებაც დაცული იქნება.
უკრაინის თემაზე ევროსაბჭოში დებატები თბილისის დროით 17:30 საათზე გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები